მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ბექა გორგაძე კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ბექა გორგაძე კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
92 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ბექა გორგაძე ნოემბრის ტესტების პირველი კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

სიმბოლური გუნდი   ცნობილმა სარაგბო პორტალმა ultimaterugby შეადგინა.

მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით 22 წლის ქართველი მორაგბე  8 ნომრის პოზიციაზე მოხვდა.

იტალიასთან ბექა გორგაძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.  მან ჯამში 15 ბოჭვა შეასრულა და ამ მაჩვენებლით ორივე გუნდიდან გამორჩეული იყო.

“ბორჯღალოსნებმა”  ნოემბრის ტესტის პირველი შეხვედრა იტალიასთან 17-28 წააგეს.

აი რას წერს ქართველი მორაგბის შესახებ ზემოთაღნიშნული ვებგვერდი: ,, 22 წლის ქართველმა მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ, იტალიასთან მარცხის მიუხედავად, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მან  ბურთის 9-ჯერ წაღებით 70 მეტრი გაიარა და 15 ბოჭვა შეასრულა.”

ultimaterugby-ის ვერსიით ნოემბრის ტესტების პირველი კვირის სიმბოლურ ნაკრები ასეთია: 

15. ემილიანო ბოფელი (არგენტინა),  14. ტომი სეიმური (შოტლანდია), 13. მიკელე კამპანიარო (იტალია), 12. რაიან კროტი (ახალი ზელანდია), 11. ტედი ტომა (საფრანგეთი), 10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია), 9. კირან მარმიონი (ირლანდია);

1. ალან დელი (შოტლანდია), 2. ჯო ტაუფეტე’ე (აშშ), 3. ფრანს მალერბი (სამხრეთ აფრიკა), 4. ჯეიმს რიანი (ირლანდია), 5. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია), 6. ჯასტინ ტიპურიკი (უელსი), 7. სემ ანდერჰილი (ინგლისი), 8. ბექა გორგაძე (საქართველო). 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი