მთავარი მთავარი სერენა უილიამსი 2018 წლის ადამიანი გახდა

სერენა უილიამსი 2018 წლის ადამიანი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
75 ნახვა

37 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი ჟურნალ GQ-ის ვერსიით  2018 წლის  ადამიანი გახდა.

სერენა პოპულარული ჟურნალის დეკემბრის ნომრის ერთ-ერთ გარეკანზე მოხვდა.   ჟურნალის ეს ნომერი წლის ადამიანებს ეძღვნება.

ჟურნალის რედაქციამ სერენა უილიამსის გარეკანზე ფრაზიდან “Men of the Year” სიტყვა მამაკაცები ამოიღო და სიტყვით ,,ქალი” მხოლობით რიცხვში შეცვალა.

2018 წელს ვეტერანი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი დიდი  მუზარადის ორ ტურნირზე ფინალში გავიდა.  თუმცა უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობაზე ორივე გადამწყვეტი ბრძოლა წააგო.

სულ კი სერენას კარიერაში დიდი მუზარადის 23 ტურნირი აქვს მოგებული.  4-ჯერ კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.  უილიამსმა ოლიმპიური ოქრო ერთხელ ერთეულთა თანრიგში, ხოლო  3-ჯერ კი წყვილთა ბრძოლებში მოიპოვა.

სერენა უილიამსი:
აშშ ღია პირველობა: (1999, 2009)
უიმბლდონი: 2000, 2002, 2008, 2009, 2012, 2016
როლან გაროსი: (1999, 2010)
ავსტრალიის ღია პირველობა:  (2001, 2003, 2009, 2010)
ოლიმპიადა: 2012 (ერთეულთა თანრიგი),  2000, 2008, 2012  (წყვილები)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი