მთავარი მთავარი ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო – კევინ ანდერსონმა მეორე გამარჯვება მოიპოვა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო – კევინ ანდერსონმა მეორე გამარჯვება მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
73 ნახვა

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე ჩოგბურთის წლის შემაჯამებელ ტურნირზე ATP-ს რეიტინგის პირველმა ჩოგანმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

A ჯგუფში ბალკანელმა ჩოგბურთელმა ამერიკელი მსოფლიოს ნომერ მე-10 ჩოგანი ჯონ ისნერი იოლად 2 სეტში 6-4, 6-3 დაამარცხა.

ამ ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ ასეთი ვითარებაა:

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 1  1 0  2:0  1 
  2. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) 1  1 0  2:0  1 
  3. მარინ ჩილიჩი (ხორვატია) 1 0 1 0:2  0 
  4. ჯონ ისნერი (აშშ) 1 0 1 0:2  0 

B ჯგუფში სამხრეთ აფრიკელმა ჩოგბურთელმა  კევინ ანდერსონმა  მეორე შეხვედრაც მოიგო.  აფრიკელმა იაპონელი კეი ნიშიკორი 1 საათსა და 6 წუთში საკმაოდ მარტივად დაამარცხა.  2-სეტიანი ბრძოლმა ანდერსონმა 6-0, 6-1 მოიგო.

ამავე ჯგუფში ჯერჯერობით ლეგენდარული 37 წლის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი მოგების გარეშე არიან.

ფედერერისა და ტიმის ბრძოლა ხვალ, 14 ნოემბერს, შედგება.

  1. კევინ ანდერსონი ( სამხრეთ აფრიკა) 
  2. კეი ნიშიკორი (იაპონია)
  3. როჯერ ფედერერი (შვეიცარია)
  4. დომინიკ ტიმი (ავსტრია)

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი