მთავარი მსოფლიო6 ერი 8 ერის ფორმატი და საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

8 ერის ფორმატი და საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

ავტორი კახა მიხანაშვილი
50 ნახვა

რამდენიმე საათის წინ  საქართველოს რაგბის ნაკრები  6 ერის განახლებულ ტურნირზე ოფიციალურად მიიღეს.

ექსპერიმენტალურ ჩემპიონატში მონაწილეობას  8 ქვეყნის ნაკრები საქართველო, ინგლისი,  უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია და ფიჯი  მიიღებს.

8 ნაკრები ორ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება.

A ჯგუფში საქართველოს, ბრძოლა ინგლისის, უელსის და ირლანდიის ნაკრებებთან მოუწევს.

B ჯგუფში კი საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია და ფიჯი მოხვდნენ.

ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება.  ჯგუფებში პირველ  ადგილზე გასული გუნდები  შესაბამისად, ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
მეორე ადგილოსნები მე-3 პოზიციაზე გასვლას შეეცდებიან და ა.შ.
ასე, რომ საქართველოს ნაკრები 8 ერის ტურნირზე 4 მატჩს ჩაატარებს.

,,ბორჯღალოსნებს” პირველი შეხვედრა 14 ნოემბერს, ინგლისის ნაკრებთან ,,თვიქნჰემის” სტადიონზე ელის.

ესეც საქართველოს ნაკრების კალენდარი 8 ერის ტურნირზე
14 ნოემბერი
ინგლისი : საქართველო

21 ნოემბერი
უელსი : საქართველო

29 ნოემბერი
ირლანდია : საქართველო

5 დეკემბერი
საქართველო : ?

ტურნირის ამ ფორმატით ჩატარების გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო იქნა მიღებული.
ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გათამაშებაა დაგეგმილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი