მთავარი მთავარი აკი ბაშოზე სასტარტო ბრძოლებში ტოჩინოშინის მეტოქეები ცნობილია

აკი ბაშოზე სასტარტო ბრძოლებში ტოჩინოშინის მეტოქეები ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

ორიოდე დღეში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში სტარტს, სუმოს სუპერტურნირი აკი ბაშო აიღებს.

ქართველი რიკიში ტოჩინოშინი რეიტინგში 7 საფეხურით დაწინაურდა და ტურნირზე მე-4 მაეგაშირას წოდებით გამოვა.

ლევან გორგაძე ბაშოზე პირველ ორთაბრძოლას მე-5 მაეგაშირა მონღოლ კირიბაიამასთან გამართავს.
მე-2 დღეს კი ქართველის წინაშე ბაშოზე მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოში წარსდგება.

სამწუხაროდ, აკი ბაშოზე არცერთი იოკოძუნა არ იქნება.
ლეგენდარულ ჰაკუჰოს და კაკურიუს ტრამვები აწუხებთ.

სუპერტურნირზე ორი ოძეკი ასანოიამა და ტაკაკეიშო გამოვა.

ასანოიამა პირველ შეხვედრას კომუსუბი ენდოსთან გამართავს.
ტაკაკეიშო პირველი გამარჯვების მოპოვებას პირველ მაეგაშირა ტერუნოფუჯისთან შეეცდება.

აკი ბაშოზე 3 სეკივაკე დაიეიშო, შოდაი და მიტაკეუმი გვეყოლება.

დაიეუშოს პირველი მეტოქე მე-2 მაეგაშირა მონღოლი ტამავაში იქნება.
შოდაი ურთიერთობას პირველ მაეგაშირა ტაკანოშოსთან გაარკვევს.
მიტაკეუმი კი მე-2 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდება.

აკი ბაშოს სტარტს, ტრადიციულად, კვირა დღეს, 13 სექტემბერს, აიღებს.
სუპერტურნირი ორი კვირა გაგრძელდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი