მთავარი მთავარი ირაკლი აბუსერიძე: ,,ამ სასიხარულო მოვლენაში ფონდი ,,ქართუსა” და ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ფასდაუდებელია”

ირაკლი აბუსერიძე: ,,ამ სასიხარულო მოვლენაში ფონდი ,,ქართუსა” და ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ფასდაუდებელია”

ავტორი კახა მიხანაშვილი
112 ნახვა

ყოფილი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” საქართველოს ნაკრების 8 ერის ტურნირზე მიღებას გამოეხმაურა.

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ქართული რაგბისა და მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში.

აბუსერიძე ამბობს, რომ საქართველოს ელიტარულ ტურნირში მიღების საქმეში ფონდი ,,ქართუსა” და ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ფასდაუდებელია.

ირაკლი აბუსერიძე: ,,ჩვენს მოქმედ მორაგბეებს, ვეტერანებს, თითოეულ გულშემატკივარს და სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ უდიდეს წარმატებას!
✅ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ქართული რაგბისა და მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში.
ამ ტურნირის ფარგლებში ინგლისის, უელსის ირლანდიისა და სხვა ნაკრებებთან სათამაშოდ ჩვენი გუნდის მიწვევა, იმ უდიდესი პროგრესის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენმა ნაკრებმა წლების განმავლობაში მიაღწია. ელიტარულ გუნდებთან თამაში ჩვენს მორაგბეებს უდიდეს გამოცდილებას შესძენს და სპორტის ამ სახეობას კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს.
ამ სასიხარულო მოვლენაში ფონდი ,,ქართუსა” და ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ფასდაუდებელია. ფონდი ,,ქართუს” მიერ რაგბის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყო სარაგბო ინფრასტრუქტურა და ფინანსური მხარდაჭერა გაეწია საქართველოს ყველა რიგის ნაკრებს.
✅ წარმატებები საქართველოს!
წარმატებები ჩვენს მორაგბეებს!”- წერს სოციალურ ქსელში ირაკლი აბუსერიძე.

ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობისათვის იბრძვის.
მრავალჯერ გადადებული არჩევნები სავარაუდოდ, დეკებერში ჩატარდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი