მთავარი საქართველოლეგიონერები 3 ქართული ლელო საფრანგეთის პრო D2-ში

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატ
პრო D2-ში თავი ქართველმა მორაგბეებმა გამოიჩინეს.

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში 3 ქართული ლელო დაიდო.

,,ორიაკისა” და ,,გრენობლის” შეხვედრაში მონაწილეობა 6 ქართველმა მორაგბემ მიიღო.

,,ოროაკის” რიგებში მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ლუკა ნიორაძემ, გიორგი ჯავახიამ და ბექა საღინაძემ დაიწყეს.
,,გრენობლიდან” საწყის თხუთმეტეულში ნიკა ნეფარიძე და ილია კაიკაციშვილი იყო.

ორთაბრძოლის მე-8 წუთზე ანგარიში გიორგი ჯავახიამ გახსნა.
22-ე წუთზე კი მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ლუკა ნიორაძემ დაამიწა.

ბექა საღინაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა.
ნიორაძემ და ჯავახიამ მოედანზე 62 წუთი გაატარეს.
მათი თანაგუნდელი გიორგი ქართველიშვილი შეხვედრაში მარქაფიდან 62-ე წუთზე ჩაერთო.

,,გრენობლის” მორაგბე ნიკა ნეფარიძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
ილია კაიკაციშვილმა სათადარიგოთა შორის 49-ე წუთზე გადაინაცვლა.

მატჩი ,,ორიაკმა” 26:13 მოიგო და აქტივში პირველი 4 ქულა ჩაიწერა.
4 ქულა გააჩნია ასევე ,,გრენობლისაც”.

მე-2 ტურში ლელოს დადება ქართველმა გურამ პაპიძემაც მოახერხა.
,,ნევერსის” ბურჯმა ,,ვალენსეს” ლელო 35-ე წუთზე დაუდო და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

პაპიძემ მატჩი სასტარტო რაზმში დაიწყო და ბრძოლაში 50 წუთი გაატარა.
,,ვალენსეს” რიგებში 54-ე წუთზე მარქაფიდან მოედანზე გიორგი კაკაურაძე გამოვიდა.

,,ნევერსმა” 33:11 მოიგო და 5 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.
,,ვალენსეს” კი 4 ქულა გააჩნია..

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი