მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა აკი ბაშო მარცხით დაიწყო

ტოჩინოშინმა აკი ბაშო მარცხით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

დღეს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სტარტი აკი ბაშომ აიღო.

ქართველმა რიკიშიმ ლევან გორგაძემ პირველი ბრძოლა მე-5 მაეგაშირა მონღოლ კირიბაიამასთან გამართა და სამწუხაროდ, დამარცხდა.

დაძაბულ დაპირისპირებაში აზიელმა რიკიშიმ ტოჩინოშინი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ხვალ, ლევან გორგაძეს მეტოქედ იაპონელი მოწინაადეგე მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოში ეყოლება.

ტერუცუიოშიმ პირველ ორთაბრძოლაში მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამას სძლია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი