მთავარი მთავარი აკი ბაშოს პირველი დღე: კომოსუბი ენდომ ოძეკი ასანოიამას სძლია

აკი ბაშოს პირველი დღე: კომოსუბი ენდომ ოძეკი ასანოიამას სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სუმოს სუპერტურნირი აკი ბაშო დაიწყო.

ტურნირის პირველ დღეს რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.
იოკოძუნების ლეგენდარული ჰაკუჰოს და კაკურიუს არ ყოფნაში იუშოს მოგების ფავოროტებად ოძეკები ტაკაკეიშო და ასანოიამა იქცნენ.

ასანოიამამ პირველ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა და გამოცდილ რიკიშის კომოსუბი ენდოსთან დამარცხდა.

ენდომ ასანოიამას სუკუინაგეთი სძლია.

მეორე ოძეკიმ ტაკაკეიშომ წინა ბაშოს ტრიუმფატორ პირველ მაეგაშირა ტერუნოფუჯის ოშიდაშით მოუგო.

ტურნირზე მყოფ სამი სეკივაკიდან ორმა გამარჯვება იზეიმა.

შოდაიმ პორველ მაეგაშირა ტაკანოშოს ოშიდაშით სძლია.
ოშიდაშით მოიგო ასევე მიტაკეუმიმაც. მან მე-2 მაეგაშირა ჰაკუტოფუჯი დაამარცხა.

კიდევ ერთმა სეკივაკემ დაეიეშომ მე-2 მაეგაშირა მონღოლ ტამავაშისთან წააგო.

ხვალ, ოძეკი ასამოიამა პირველი გამარჯვების მოპოვებას პირველ მაეგაშირა ტაკანოშოსთან შეეცდება.
ოძეკი ტაკაკეიშოს წინაშე დოჰიოზე კომუსუბი ოკინოუმი დადგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი