მთავარი მსოფლიოინგლისი ,,ევერტონმა” ლონდონში გაიმარჯვა

,,ევერტონმა” ლონდონში გაიმარჯვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში გამარჯვება ლივერპულის ,,ევერტონმა” მოიპოვა.

მერსესაიდელებმა, ლონდონში, ადგილობრივი ,,ტოტენჰემ ჰოსპური” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე დომინიკ კალვერ-ლევინმა გაიტანა.

,,ევერტონის” რიგებში კოლუმბიელი ხამეს როდრიგესის,
ბრაზილიელი ალანის და ფრანგი აბდულა დაკურის დებიუტი შედგა.

ალანმა და დაკურმა მატჩი სრულად ჩაატარეს. ხამესი კი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში შეცვალეს.

,,ევერტონმა” ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კარგად იაქტიურა. მათ გუნდში 5 ფეხბურთელი გადაიყვანეს და ჯამში 47 მილიონი დახარჯეს.

,,ტოტენჰემი” 0:1 ,,ევერტონი
55′ კალვერ-ლევინი (0-1)

,,ვესტ ჰემი” 0:2 ,,ნიუკასლი
56′ უილსონი (0-1), 87′ ჰენდრიკი (0-2)

,,ვესტ ბრომვიჩი” 0:3 ,,ლესტერი
56′ კასტანე (0-1), 74′ პენ. 84′ პენ. ვარდი (0-2, 0-3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი