მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ,,ტორპედომ” იმერულ დერბიში გაიმარჯვა

,,ტორპედომ” იმერულ დერბიში გაიმარჯვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” ქუთაისის, ,,რამაზ შენგელიას” სტადიონზე იმერული დერბი შედგა.

ადგილობრივი ,,ტორპედო” ,,სამტრედიას” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოიგო.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ 50-ე წუთზე ქუთაისელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა.
შანსი ოლეგ მამასახლისმა გამოიყენა და მასპინძლები წინ გაიყვანა.

შეხვედრის არბიტრმა 11-მეტრიანი მოწინაღმეგის სასარგებლოდაც დანიშნა.
პენალტი რეალიზება ,,სტრედიას” აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ნიჯატ ყურბანოვმა ითავა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ლევან შოვნაძის კარის ბადეში გაეხვა.

69-ე წუთზე ქუთათურებმა მეტოქე მეორედ დაამწუხრეს. გიორგი ფანცულაიას პასით გოლი ზაზა ციცქიშვილმა გაიტანა.

საბოლოოდ, ,,ტორპედომ” ,,სამტრედიას” 2:1 სძლია და 12 ქულით მე-7 საფეხურზე აღმოჩნდა.
,,სამტრედია” კი 9 ქულით მე-8 ადგილზე დარჩა.

გორში, ,,დილამ” ,,თელავთან” 2 ქულა დაკარგა.
ქართლულ-კახური დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა.
ამ შედეგის გათვალისწინებით, ,,დილა” 20 ქულით მე-4 პიზიციაზე იმყოფება
,,თელავი” 14 ქულით მე-6 საფეხურს იკავებს.

,,დილა” (გორი) 0:0 ,,თელავი”

,,ტორპედო” (ქუთაისი) 2:1 ,,სამტრედია”
50′ მამასახლისი პენ. (1-0), 64′ ყურბანოვი პენ. (1-1), 69′ ციცქიშვილი (2-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი