მთავარი საქართველოლეგიონერები გიორგი ქვილითაია თემურ ქეცბაიასთან მიდის

გიორგი ქვილითაია თემურ ქეცბაიასთან მიდის

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური ,,გენტის” ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კარიერას
ფამაგუსტას ,,ანორთოსისში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული სააგენტოები ავრცელებენ.

მხარეებმა ურთიერთშეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ქვილითაია კვიპროსში უახლოეს დღეებში ჩავა.

გიორგი ქვილითაია ,,ანორთოსისში” იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
სურვილის შემთხვევაში თემურ ქეცბაიას გუნდს ქართველი ფორვარდის სრულად გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

ქვილითაია ,,ანორთოსისში” ნიკა კაჭარავას შეცვლის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გუნდი დატოვა და კარიერას პოლონურ პოზნანის ,,ლეხში” გააგრძელებს.

ქვილითაიას კვიპროსულ გუნდში მწვრთნელი თემურ ქეცბაია, ასევე გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი დახვდება.

გიორგი ქვილითაიას ბელგიის ჩემპიონატის ახალ სეზონში საერთოდ არ უთამაშია. მეტიც, ქართველი ფორვარდი ,,გენტის” სამწვრთნელო შტაბმა განაცხადში, მხოლოდ ერთხელ შეიყვანა.

,,ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში 7 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი