მთავარი მსოფლიოიტალია რაფაელ ნადალი ბრუნდება

რაფაელ ნადალი ბრუნდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ესპანელი რაფაელ ნადალი კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ კორტზე ბრუნდება.

ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანი მონაწილეობას რომის მასტერსზე მიიღებს.

იტალიის დედაქალაქის კორტებზე რაფაელ ნადალი პირველ შეხვედრას  16 სექტემბერს, ჩაატარებს.
მისი მოწინააღმდეგე თანამემამულე პაბლო კარენო ბუსტა იქნება.

კარენო ბუსტა კარგ ფორმაში იმყოფება. ესპანელმა  აშშ-ს ღია პირველობაზე კარგად ითამაშა და 1/2 ფინალს უწია. 

რაფაელ ნადალი და კარენო ბუსტა ერთმანეთს 5-ჯერ არიან შეხვედრილნი.
ხუთივე დაპირისპირება ნადალს აქვს მოგებული.

ნადალი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.  ესპანელი ჩოგბურთელი  რომის მასტერსის 9-გზის გამარჯვებულია.

ნადალისა და კარენო ბუსტას შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 13:00 საათზე აიღებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი