მთავარი მთავარი ტოჩინოშინის მეორე მარცხი აკი ბაშოზე

ტოჩინოშინის მეორე მარცხი აკი ბაშოზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირ აკი ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ლევან გორგაძემ მეორე ორთაბრძოლა ჩაატარა.

სამწუხაროდ, ტოჩინოშინი დოჰიოდან კვლავაც დამარცხებული გამოვიდა.

ჩვენებური მე-3 მაეგაშირა იაპონელმა ტერუცუიოშიმ დოჰიოდან იორიკირით გადადგა.

ტოჩინოშისთვის აკი ბაშო ცუდად დაიწყო. ქართველმა ორი სასტარტო ბრძოლა დათმო.

ხვალ, ლევან გორგაძე პირველი გამარჯვების მოპოვებას აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამასთან შეეცდება.

იაპონელ რიკიშის გორგაძის მსგავსად მიმდინარე ბაშოზე ჯერჯერობით მოგება არ გააჩნია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი