მთავარი მთავარი აკი ბაშოზე ოძეკი ასანოიამამ მეორე მარცხი განიცადა

აკი ბაშოზე ოძეკი ასანოიამამ მეორე მარცხი განიცადა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ აკი ბაშოზე მე-2 დღის ბრძოლები შედგა.

სექტემბრის ბაშო ძალიან ცუდად დაიწყო ოძეკი ასანოიამამ. იოკოძუნების არ ყოფნაში ფავორიტად მიჩნეულმა რიკიშიმ მეორე ორთაბრძოლაც დათმო.

ასანოიამა პირველმა მაეგაშირა ტაკანოშომ დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ოძეკი ტაკაკეიშომ ბაშოზე მე-2 გამარჯვება იზეიმა. მან კომუსუბი ოკინოუმის ოშიდაშით სძლია.

აკი ბაშოზე სეკივაკეს რანგში მყოფმა რიკიშებმა დაიეიშომ, მიტაკეუმმა და შოდაიმ ორთაბრძოლები მოიგეს.

შოდაიმ მე-2 მაეგაშირა მონღოლი ტამავაში ოშიდაშით დაამარცხა.
დაეიეშომ პირველი გამარჯვება ცუკიოტოშით მე-2 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯისთან მოიპოვა.
მიტაკეუმიმ ოკურიდაშით წინა ბაშოს ჩემპიონ პირველ მაეგაშირა ტერუნოფუჯის მოუგო.

ხვალ, ოძეკი ასანოიამა პირველი გამარჯვების მოპოვებას პირველ მაეგაშირა ტერუნოფუჯისთან შეეცდება.
ოძეკი ტაკაკეიშოს წინაშე დოჰიოზე მე-2 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი დადგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი