მთავარი საქართველოლეგიონერები ქართული ლეგიონის ამბები საფრანგეთის ტოპ 14-დან

ქართული ლეგიონის ამბები საფრანგეთის ტოპ 14-დან

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო სტადიონებზე მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ორთაბრძოლებში მონაწილეობა  9 ქართველმა მორაგბემ მიიღო.

ქალაქ ბორდოში, ქართველი მორაგბების დაპირისპირება შედგა.
ლაშა ტაბიძისა და ლექსო ყაულაშვილის კლუბი ვასილ ლობჟანიძის და ბადრი ალხაზაშვილის ,,ბრივს” დაუპირისპირდა.

დაძაბულ ბრძოლაში ,,ბორდომ” ,,ბრივს” 25:20 სძლია.

ჟირონდელთა რიგებში შეხვედრაში 58-ე წუთზე ტაბიძე ჩაერთო. 
ყაულაშვილი კი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა.

ვასილ ლობჟანიძემ მატჩი  ,,ბრივის” სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
ალხაზაშვილმა კი ბოლო 21 წუთი ითამაშა.

,,ბრივი” 5 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო ,,ბორდო” 4 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

მიხეილ ნარიაშვილის ,,მონპელიემ” ლიდერ ,,რასინგ 92”-თან სტუმრად, 17:41 წააგო.

ნარიაშვილმა ახალ გუნდში სადებიუტო მატჩი გამართა. ქართველი ბურჯი  სტუმართა გუნდის მარქაფაში იყო და მოედანზე პირველი ტაიმის შემდეგ შევიდა.

იმ დროისთვის ,,რასინგის” სასარგებლოდ, ანგარიში 19:3 გახლდათ.


,,მონპელიეს” ორი ტურის თავზე მხოლოდ ერთი ქულა გააჩნია და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.

დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად, ,,ბაიონთა”  წააგო გიორგი ბერიას ,,კლერმონმა”.
ბერიას გუნდმა შეხვედრა 19:21 დათმო და მხოლოდ ბონუს-ქულას გამორჩა.

ქართველმა მორაგბე თამაშში 48-ე წუთზე ჩაერთო.

,,კლერმონი” ამ დროისთვის 5 ქულით  მე-6 საფეხურზეა.

ვასილ კაკოვინისა და გიორგი მელიქის კლუბმა ,,სტად ფრანსმა”  გასვლაზე ,,კასტრი”  22:16 დაამარცხა.

კაკოვინმა შეხვედრა სასტარტო თხუთმეტეულში დაიწყო. ქართველი ბურჯი 37-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 67-ე წუთზე თამაშში დააბრუნეს, რადგან პარიზელთა ბურჯმა მოედანი წითელი ბარათის გამო დატოვა. 
მელიქიძემ კი მატჩში მეორე ტაიმიდან იასპარეზა.  მან 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან 10 წუთით გაასირბინეს.

,,სტად ფრანსემ” ამ გამარჯვებით თავი 4 ქულას მოუყარა და მე-7 ადგილზე გადავიდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი