მთავარი მთავარი ნიკოლოზ ბასილაშვილის ხანმოკლე რომაული არდადეგები

ნიკოლოზ ბასილაშვილის ხანმოკლე რომაული არდადეგები

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელი სპორტული დღეები გრძელდება.

ბასილაშვილს ყოფილ მეუღლესთან სასამართლო დავის შემდეგ არცერთი შეხვედრა არ მოუგია.

ეს ძალიან ცუდი ,,ტრადიცია” რომის მასტერზეც გაგრძელდა.
ქართველი ჩოგბურთელი იტალიაში გამართულ ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასპინძელ ჩოგბურთელ ლორენცო სონეგოსთან უიმედოდ, სულ რაღაც 1 საათსა და 20 წუთში წააგო.

აპენინელმა სპორტსმენმა ჩვენებურს 2-სეტში 6-3, 6-1 სძლია.

ბასილაშვილს ბოლო გამარჯვება მარტის თვეში აქვს მოპოვებული.
იქიდან მოყოლებული საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ოთხ ტურნირზე ცინცინატის მასტერსზე, აშშ-ს ღია პირველობაზე, კიცბუელის ტურნირზე და რომის მასტერსზე გამოვიდა და ყველგან პირველივე წრეში დამარცხდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი