მთავარი მთავარი ელის მერტენსმა რომის მასტერზე პირველი ბარიერი წარმატებით გადალახა

ელის მერტენსმა რომის მასტერზე პირველი ბარიერი წარმატებით გადალახა

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

იტალიის დედაქალაქში სტარტი პრესტიჟულმა საჩოგბურთო ტურნირმა აიღო.

რომის მასტერსზე პირველი წრის ორთაბრძოლა WTA-ს რეიტინგის მე-20 ჩოგანმა ბელგიელმა ელის მერტენსმა ჩაატარა.

ტურნირზე მე-11 ნომრად განთესილი ბენელუქსელი ჩოგბურთელი ტაივანელ სუ-ვეი ჰსიეს დაუპირისპირდა.

მერტენსმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და აზიელ მეტოქეს იოლად, 2-სეტში 6-3, 6-1 სძლია.

ელის მერტენსი რომის მასტერსის მეორე წრეში პოლონელ მაგდა ლინეტეს დაუპირისპირდება.
ლინეტემ პირველ შეხვედრაში ლატვიელ ელენა ოსტაპენკოს 6-4, 6-3 მოუგო.

მერტენსისა და ლინეტეს ორთაბრძოლა 16 სექტემბერს, შედგება.
ბელგიურ-პოლონური შერკინება თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

რომის მასტერსზე ამ დროისთვის კიდევ 8 1/16 ფინალისტი გამოვლინდა.
ესენია: ჯასმინ პაოლინი (იტალია),
ამანდა ანისიმოვა (აშშ), ელენა რიბაკინა (ყაზახეთი), მარი ბუზკოვა (ჩეხეთი), ანასტასია პავლიუჩენკოვა, ანა ბლინკოვა (ორივე რუსეთი), დანკა კოვინიჩი (მონტენეგრო) და ბარბორა სტრიცოვა (ჩეხეთი)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი