მთავარი მსოფლიოიტალია არტურო ვიდალი ,,ინტერში” გადადის

არტურო ვიდალი ,,ინტერში” გადადის

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

ჩილელი ფეხბურთელი არტურო ვიდალი კარიერას მილანის ,,ინტერში” გააგრძელეს.

სამხრეთ ამერიკელმა ნახევარმცველმა
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან მოქმედი კონტრაქტი გაწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ვიდალი მილანში უკვე ჩაფრინდა და ხვალ, 15 სექტემბერს, სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

33 წლის ჩილელი ფეხბურთელი
,,ინტერთან” 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ვიდალი ხელფასის სახით სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

არტურო ვიდალი ,,ბარსელონაში” 2018 წლიდან თამაშობს. მან კატალონიურ გრანდში 66 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

ვიდალი კარიერის განმავლობაში მშობლიურ ,,კოლო კოლოში”, გერმანულ ლევერკუზენის, ,,ბაიერში” და მიუნხენის, ,,ბაიერნში”, ასევე ტურინის ,,იუვენტუსში” გამოდიოდა.

არტუროს დებიუტი ჩილეს ნაკრებში 2007 წელს შედგა.
მან ეროვნულ გუნდში 115 მატჩი გამართა და მეტოქის კარი 28-ჯერ აიღო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი