მთავარი საქართველოლეგიონერები შოთა არველაძის ,,ფახთაქორი” ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში დამარცხდა

შოთა არველაძის ,,ფახთაქორი” ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

შოთა არველაძის ,,ფახთაქორმა” აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 ტურის შეხვედრა ჩაატარა.

არველაძის შეგირდები საუდის არაბეთში ადგილობრივ, ,,ალ ჰილალის” დაუპირისპირდნენ და მსაჯის მიერ კონპენსირებულ მე-8 წუთზე გაშვებული გოლით, დასანანი მარცხი იწვნიეს.

B კგუფის ლიდერთა შეხვედრა ფრედ ,,ალ ჰილალის” ფამარჯვებით 2:1  დასრულდა.

მატჩში თავდაპირველად, ,,ალ ჰილალი” დაწინაურდა.
პირველი ტაიმის ბოლოს გოლი ,,იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა სებასტიან ჯოვინკომ გაიტანა.

66-ე წუთზე შოთა არველაძის გუნდი კაცნაკლული დარჩა.
მსაჯმა მოედნიდან ელდორბეკ
სუიუნოვი გააძევა.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა უზბეკურმა კლუბმა წონასწორობა მაინც აღადგინა.
71-ე წუთზე არაბების კარი შვეიცარიელმა ერენ დერდიოკმა აიღო.

საბოლოოდ, მატჩში საუდის არაბეთის გუნდმა გაიმარჯვა. მსაჯმა შეხვედრას დიდი დრო დაამატა.  დამატებითი დროის მე-8 წუთზე ჰატან ბაბჰირმა გოლი გაიტანა და ,,ალ ჰილალს” მოაგებინა.

,,ფახთაქორს” ამ დროისთვის  6 ქულა აქვს და  სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.
,,ალ ჰილალს”
9 ქულა გააჩნია და ჯგუფის ლიდერი გახლავთ.

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე არველაძის გუნდი მორიგ შეხვედრას ,,ალ ჰილალისთან” 17 სექტემბერს, შინ, ჩაატარებს.

,,ალ ჰილალი” (საუდის არაბეთი) 1:1 ,,ფახთაქორი” (უზბეკეთი)
45+2′ ჯოვინკო (1-0), 71′ დერდიოკი (1-1), 90+7′ ბაბჰირი (2-1)
გაძევება: 66′ სუიუნოვი ( ,,ფახთაქორი”)

1. ,,ალ ჰილალი” 3 9 0 0 6:2 9.
2. ,,ფახთაქორი”  3 2 0 1 6:3 6
3. ,,შაბან ალ აჰლი” 3 1 0 2 3:4 3
4. ,,შაჰრი ხოდროუ” 3 0 0 3 0:6 0

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი