მთავარი მსოფლიოNBA ,,დენვერ ნაგითსი” დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა

,,დენვერ ნაგითსი” დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში ,,დენვერ ნაგითსი” ითამაშებს.

,,დენვერმა” დრამატულ 1/2 ფინალურ სერიაში ,,ლოს ანჯელეს კლიპერსს” 4:3 მოუგო.

გადამწყვეტ მე-7 დაპირისპირებაში ,,ნაგითსის” ლიდერებმა კანადელმა ჯამალ მიურეიმ და სერბმა ნიკოლა ჯოკიჩმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ,,კლიპერსთან” 15-ქულიანი სხვაობით 104:89 გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.

შეხვედრაში ყველაზე 40 ქულა ,,დენვერ ნაგითსის” კანადელმა კალათბურთელმა ჯამალ მიურეიმ დააგროვა.
სერბმა ნიკოლა ჯოკიჩმა სამმაგი დუბლი გაიფორმა.
ბაკლანელმა პარკეტზე 39:41 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 16 ქულა, 22 მოხსნა და 13 პასი დააგროვა.
ჯერემი გრანტმა გუნდს 14 ქულა შესძინა.
ასევე 14 ქულა ჩააგდო გარი ჰარისმა.

,,ლოს ანჯელეს კლიპერსიდან” 20 ქულა მონტრეზლ ჰარელმა მიითვალა.
გუნდის ლიდერმა კავაი ლეონარდმა 43:30 წუთში 14 ქულა, 6 მოსხნა და 6 პასი მოაგროვა.

,,დენვერ ნაგითსი” დასავლეთ კონფერენციის ფინალში ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი