მთავარი მსოფლიოNBA დრამატული ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ,,მაიამი ჰიტი” ფინალურ სერიაში დაწინაურდა

დრამატული ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ,,მაიამი ჰიტი” ფინალურ სერიაში დაწინაურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში პირველი შეხვედრა გაიმართა.

,,მაიამი ჰიტისა” და ,,ბოსტონ სელტიკს” შორის დიდი თვალსასეირო ორთაბრძოლა გაჩაღდა. 
დრამატული დაპირისპირების ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

საბოლოოდ, ,,მაიამი ჰიტიმ” 117-114 გაიმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

,,მაიამის” სერბმა კალათბურთელმა გორან დრაგიჩმა ულიდერა.  მან 38:31 წუთში 29 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
ტაილერ ჰერომ ორმაგი დუბლი შეასრულა.  მის ანგარიშზე 12 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასი დაფიქსირდა.
22 ქულით თავი ჯაე კროუდერმა გამოიჩინა.
20 ქულა გუნდს ჯიმი ბატლერმა შესძინა.

,,ბოსტონის” ლიდერმა ჯეისონ ტატუმმა ორმაგი დუბლი გაიფორმა.
მან პარკეტზე 43:07 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 30 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.
მარკუს სმარტმა 26 ქულა ჩააგდო.
19 ქულას თავი კემბა უოლკერმა მოუყარა.

ამ გუნდების ფინალური სერიის მე-2 მატჩი 18 სექტემბერს, შედგება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი