მთავარი მსოფლიოიტალია სენსაცია რომის მასტერსზე – გამოცდილი სტან ვავრინკა 249-ე ჩოგანთან დამარცხდა

სენსაცია რომის მასტერსზე – გამოცდილი სტან ვავრინკა 249-ე ჩოგანთან დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

იტალიის დედაქალაქში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე პირველ წრეში სენსაცია დაფიქსირდა.

რომის მასტერსს 35 წლის გამოცდილი ჩოგბურთელი შვეიცარიელი სტან ვავრინკა გამოეთიშა.

ნეიტრალური ქვეყნის შვილმა ATP-ს რეიტინგის 249-ე ჩოგან იტალიელ ლორენცო მუსეტისთან წააგო.

მუსეტიმ მრისხანე მოწინააღმდეგეს იოლად 2-სეტში 6-0, 7-6 მოუგო.

18 წლის ლორენცო მუსეტი რომის მასტერსის 1/16 ფინალში გავიდა. იქ კი მისი მეტოქე იაპონელი კაი ნიშიკორი იქნება.

აზიელმა პირველი წრე ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასთან გამარჯვების შემდეგ გადალახა.
ამომავალი მზის ქვეყნის წარმონადგენელმა პირინეელ ვიზავის 2-სეტში 6-4, 7-6 მოუგო.

ამ დროისთვის ყველა 1/16 ფინალისტი ცნობილია.
ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) : სალვატორე კარუზო (იტალია) / მარკო ჩეჩინატო (იტალია) : ფილიპ კრაინოვიჩი (სერბეთი)

ლორენცო მუსეტი (იტალია) : კაი ნიშიკორი (იაპონია) / დომინიკ კოეპფერი (გერმანია) : გაელ მონფილსი (საფრანგეთი)

მატეო ბერეტინი (იტალია) : ფედერიკო სორია (არგენტინა) /
ბორნა ჩორიჩი (ხორვატია) : სტეფანო ტრავალია (იტალია)

კასპერ რუდი (ნორვეგია) : ლორენცო სონეგო (იტალია) / მარინ ჩილიჩი (ხორვატია) : დავიდ გოფინი (ბელგია)

ფაბიო ფონინი (იტალია) : უგო უმბერტი (საფრანგეთი) / პედრო მარტინესი (ესპანეთი) : დენის შაპოვალოვი (კანადა)

იოშიჰიტო ნიშიოკა (იაპონია) : გრიგორი დიმიტროვი (ბულგარეთი) / სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) : იანიკ სინერი (იტალია)

დიეგო შვარცმენი (არგენტინა) : ჯონ მილმანი (ავტრალია) / ანდრეი რუბლევი (რუსეთი) : ჰუბერტ ჰერკაჩი (პოლონეთი)

მილოშ რაონიჩი (კანადა) : დუშან ლაიოვიჩი (სერბეთი) / რობერტო კარენო ბუსტა (ესპანეთი) : რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი