მთავარი მთავარი ოძეკი ასანოიამამ აკი ბაშოზე პირველი გამარჯვება მე-4 ცდაზე მოიპოვა

ოძეკი ასანოიამამ აკი ბაშოზე პირველი გამარჯვება მე-4 ცდაზე მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე სუპერტურნირ აკი ბაშოზე მე-4 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

ტურნირზე პირველი გამარჯვება ოძეკი ასანოიამამ იზეიმა.
მან მე-2 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის იორიტაოშით მოუგო.

წარმატებას მიაღწია მეორე ოძეკი
ტაკაკეიშომ.  იაპონელმა რიკიშიმ მე-3 გამარჯვება მე-2 მაეგაშირა მონღოლ ტამავაშისთან ოშიდაშით მოიპოვა.

შავი დღე გაუთენდათ სეკივაკეებს.

შოდაიმ, მიტაკეუმიმ და დაიეიშომ ორთაბრძოლები დათმეს.

შოდაი წინა ბაშოს ჩემპიონ ტერუნოფუჯისთან ოშიდაშით დამარცხდა.
მიტაკეუმი კომუსუბი ოკინოუმიმ დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

სექტემბრის ბაშოზე  სეკივაკე დაიეიშომ მე-3  შეხვედრა ოშიდაშით პირველ მაეგაშირა ტაკანოშოსთან 
წააგო.

ხვალ, ოძეკი ასანოიამა დასავლეთის მე-2 მაეგაშირა მონღოლ ტამავაშის შეხვდება.
ოძეკი ტაკაკეიშო ძალებს მე-3 მაეგაშირა მიოგირიუსთან მოსინჯავს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი