მთავარი მთავარი საქართველოს რაგბის კავშირში სროლა იყო – დაჭრილია ერთი მორაგბე

საქართველოს რაგბის კავშირში სროლა იყო – დაჭრილია ერთი მორაგბე

ავტორი კახა მიხანაშვილი
34 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს რაგბის კავშირში სროლა იყო.  სროლის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი.
ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ ,,პირველ არხთან” საუბარში რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, თორნიკე გოგებაშვილი ადასტურებს.

დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, 7-კაცა რაგბის ნაკრების კაპიტანი, კლუბ ,,იუნკერების” მოთამაშე  რამაზ ხარაზიშვილი. 
მორაგბეს ფეხში  აქვს ტყვია მოხვედრილი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხარაზიშვილს რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ  ბესელიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ესროლა.

ხარაზიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს თანამშრომლების გამოკითხვა. ზემოთაღნულ ინციდენტზე ჯერჯერობით არცერთი ადამიანი არ დაუკავებიათ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი