მთავარი საქართველოლეგიონერები ზურიკო დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზურიკო დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვოლგოგრადის ,,როტორის” ფეხბურთელს ზუროკო დავითაშვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ
ინფორმაციას რუსული სააგენტოო  РБ-Спорт ავრცელებს.

,,როტორში” პირველი ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა.
დაინფიცირებულთა შორის ქართველი ფეხბურთელი ბექა მიქელთაძე იყო.

მეორე ეტაპზე კი ტესტები ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს, მათ შორის ზურიკო დავითაშვილს ჩაუტარეს.
სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ბექა მიქელთაძეს და ზურიკო დავითაშვილს კორონავირუსის მწვავე ფორმები არ გააჩნიათ. ისინი მკურნალობას შესაბამისი წესების დაცვით გადიან და დიდი ალბათობით მოედანსაც მალე დაუბრუნდებიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი