მთავარი მთავარი ვიქტორია აზარენკამ რომის მასტერსზე ლეგენდარული სერენა დაამარცხა

ვიქტორია აზარენკამ რომის მასტერსზე ლეგენდარული სერენა დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე პირველ წრეში ცინცინატის მასტერსის ჩემპიონისა და აშშ-ღია პირველობის ვიცეჩემპიონის ბელარუსი ვიქტორია აზარენკასა და ლეგენდარული სერენა უილიამსის გზები გადაიყარა.

ბელარუსმა ჩოგბურთელმა შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა და 39 წლის უილიამსი დამაჯერებლად, დაამარცხა.

ორთაბრძოლა 2 საათი და 3 წუთი გაგრძელდა.
აზარენკამ 2-სეტში 7-6, 6-2 გაიმარჯვა.

რომის მასტერსის 1/16 ფინალში ვიქტორია აზარენკა ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილ ამერიკელ სოფია კენინს დაუპირისპირდება.

აზარენკა-კენინის შეხვედრა 17 სექტემბერს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი