მთავარი მთავარი სიმონა ჰალეპი წარმატებით დაბრუნდა

სიმონა ჰალეპი წარმატებით დაბრუნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რუმინელი სიმონა ჰალეპი ხანგრძლივი პაუზის კორტს დაუბრუნდა.

ჰალეპმა კორტზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. მან რომის მასტერსის 1/16 ფინალში იტალიელი ჯასმინ პაოლინი დაამარცხა.

ჰალეპმა მოწინააღმდეგეს აუღელვებლად 2-სეტში 6-3, 6-4 მოუგო.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სიმონა ჰაპეპი 1/8 ფინალში უკრაინელ დაიანა იასტრემსკას დაუპირისპირდება.

იასტრემსკამ რომში უკვე ორი მეტოქე ჩამოიცილა. სლავმა ჩოგბურთელმა ჯერ იტალიელ კამილა ჯორჯის მოუგო, შემდეგ კი სახლში ამერიკელი ამანდა ანისიმოვა გაუშვა.

ჰალეპისა და იასტრემსკას ორთაბრძოლა 18 სექტემბერს, გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი