მთავარი მთავარი რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს

რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
63 ნახვა

დღეს, რაგბის კავშირში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომლებმა
რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს.

სამართალდცველების მიერ გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მერაბ ბესელიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კლუბ ,,იუნკერების” ქართველ მორაგბეს რამაზ ხარაზიშვილს
სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ხარაზიშვილი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი