მთავარი მთავარი ჩოგბურთის კარუზომ ჩოგბურთელი კარუზო დაამარცხა

ჩოგბურთის კარუზომ ჩოგბურთელი კარუზო დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

რომის მასტერსზე საქმეში მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაერთო.

ჯოკოვიჩს პირველი ბარიერის დაძლევა არ გასჭირვებია.
მან იტალიელი სალვატორე კარუზო იოლად, დაამარცხა.

ჯოკოვიჩმა კარუზოს საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და 2-სეტში 6-3, 6-2 სძლია.

ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის მასტერსზე მე-2 ორთაბრძოლას 18 სექტემბერს, ჩაატარებს.

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ATP-ს რეიტინგის 29-ე ჩოგანს სერბ ფილიპ კრაინოვიჩს დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი