მთავარი მთავარი ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ რაფაელ ნადალი ღირსეულად დაბრუნდა

ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ რაფაელ ნადალი ღირსეულად დაბრუნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი საყვარელ საქმეს დაუბრუნდა.

6-თვიანი პაუზის შემდეგ ნადალმა კორტებზე დაბრუნება თავის ერთ-ერთ საყვარელ ტურნირზე
რომის მასტერზე გადაწყვიტა.

რომის მასტერსი რაფაელ ნადალს 9-ჯერ აქვს მოგებული და ამ ტურნირის რეკორდსმენია.

და აი, ესპანელი ჩოგბურთელი რომის კორტზე გამოჩნდა და როგორც თევზი წყალში, ისე გაილაღა.

ნადალმა თანამემამულე რობერტო კარენო ბუსტა არ დაინდო და მას ჩოგბურთის უფასო მასტერკლასი ჩაუტარა.

ATP-ის რეიტინგის მე-2 ჩოგანმა კარენო ბუსტას 2-სეტში 6-1, 6-1 მოუგო.

პაბლო კარენო ბუსტას ისღა დარჩენია თავის ძლეველ თანამემამულეს უქომაგოს და ესპანეთში დაბრუნებაზე იფიქროს.

ნადალი კი რომის მასტერსის 1/8 ფინალში გავიდა. იქ კი კანადელ მილოშ რაონიჩსა და სერბ დუშან ლაიოვიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი