ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
37 წლის ვეტერანმა ATP-ს რეიტინგის მე-8 ჩოგანი ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა.
შეხვედრა სულ რაღაც 1 საათი და 8 წუთი გაგრძელდა.
ფედერერს მეტოქის დასამარცხებლად 2 სეტი დასჭირდა.
საბოლოოდ შვეიცარიელმა 6-2, 6-3 მოიგო.
წლის შემაჯამებელ ტურნირზე როჯერ ფედერერს თითო წაგება და მოგება გააჩნია. შვეიცარიელი სატურნირო ცხრილში იაპონელ კეი ნიშიკორთან ერთად II- III ადგილებს ინაწილებს.
დომინიკ ტიმი კი ორი მარცხით ჯგუფის აუტსაიდერია.
აღნიშნულ ჯგუფს სათავეში 2 მოგებით კევინ ანდერსონი უდგას.
ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრები 15 ნოემბერს, გაიმართება.
აიტსაიდერი დომინიკ ტიმი იაპონელ კეი ნიშიკორის დაუპირისპირდება.
როჯერ ფედერერს კი ბრძოლა ჯგუფის ლიდერ სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონთან მოუწევს.