მთავარი მთავარი მეტოქეები მოსკოვის ,,დინამო” და ,,ქონაჰ ნომადსი” – ქართული გუნდები ევროპა ლიგის მატჩებისთვის დაირაზმნენ

მეტოქეები მოსკოვის ,,დინამო” და ,,ქონაჰ ნომადსი” – ქართული გუნდები ევროპა ლიგის მატჩებისთვის დაირაზმნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

დღეს, საქართველოს ჩემპიონი თბილისის ,,დინამო” და თბილისის ,,ლოკომოტივი” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ჩაატარებენ.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უელსის ქალაქ რექსჰემს ეწვია.
სწორედ, ამ ქალაქში ,,დინამო” უელსის ჩემპიონ ,,ქონაჰ ნომადსის”
დაუპირისპირდება.

ცხადია, ამ გუნდების გზები ისტორიაში პირველად გადაიყარა.

წყვილში ფავორიტად თბილისის ,,დინამო” ითვლება და იმედია,. დედაქალაქელები სტატუსს გაამართლებენ და თბილისში გამარჯვებულები დაბრუნდებიან.

ორივე გუნდი ევროპა ლიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან მოხვდა.
მათ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ, ერთნაირი ანგარიშით 0:2 წააგეს.

,,ქონაჰ ნომადსი” ბოსნია&ჰერცოგოვინულ ,,სარაევოსთან”, ხოლო ,,დინამო” კი ალბანურ ,,ტირანასთან” დამარცხდა.

თბილისის ,,დინამომ” ბოლო შეხვედრა 12 სექტემბერს, ბათუმის ,,დინამოსთან” ჩაატარა.
მტკვრისპირელებმა ზღვისპირელები 3:1 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.

,,კონაჰმა” კი ჩემპიონატის გახსნით მატჩში ,,ბალასთან” ფრედ 1:1 ითამაშა.

თბილისელები ბრიტანეთში 20 ფეხბურთელით იმყოფებიან ესენია: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ნოდარ იაშვილი, როდნი კლოუსტერი, საიმონ ბენიო, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, გიორგი პაპავა, გიორგი კუხიანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, გიორგი კუცია, ფილიპ ორშულა, ნოდარ ქავთარაძე, ირაკლი ბუღრიძე, პერნამბუკუ, გიორგი გაბედავა და თორნიკე კაპანაძე.

თბილისის ,,მიხეილ მესხის” სათადარიგო არენაზე ქართულ-რუსული დაპირისპირება შედგება.

თბილისის ,,ლოკომოტივი” მოსკოვის ,,დინამოს” წინაშე წარსდგება.

ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

,,რკინიგზელებმა” პირველ წრეში რუმინული ,,კრაოვიას” ბარიერი გადალახეს.
,,ლოკომოტივმა” მეტოქეს 2:1 სძლია.
,,დინამო” კი ევროპულ სარბიელზე ამ ეტაპზე ჩაერთო.

მოსკოველებმა რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო მატჩი ყაზანის ,,რუბინთან” 0:1 წააგეს და ამჟამად, სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

,,ლოკომოტივმა” ბოლო შეხვედრა 9 სექტემბერს, ჩაატარა.
თბილისელებმა საჩხერის ,,ჩიხურას” 4:1 მოუგეს.

ორივე ქართული გუნდის მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
სტადიონზე მაყურებლები არ დაიშვებიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი