მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,რეალმა” სერხიო რეგულონი დაიბრუნა

,,რეალმა” სერხიო რეგულონი დაიბრუნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

მადრიდის ,,რეალმა” ,,სევილიადან” სერხიო რეგულონი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა ,,AS” ავრცელებს.

რეგულონი ანდალუსიურ კლუბში იჯარის წესით 2019/20 წლების სეზონში თამაშობდა.

23 წლის ფეხბურთელმა ,,სევილიაში” ყოფნისას ევროპა ლიგის თასი აღმართა.

სერხიო რეგულონი მადრიდის ,,რეალის” აღზრდილია. მას ,,სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

რეგულონის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევრო გახლავთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი