მთავარი მთავარი ექს-ოძეკების ბრძოლა ტოჩინოშინმა ბრწყინვალე გდებით მოიგო

ექს-ოძეკების ბრძოლა ტოჩინოშინმა ბრწყინვალე გდებით მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
72 ნახვა

სუმოს სამშობლოს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ლევან გორგაძემ გამარჯვება იზეიმა

ტოჩინოშინმა ექს-ოძეკი იაპონელი ტაკაიასუ დოჰიოზე ბრწინვალე გდებით გააგორა.

ქართველმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილს კაკენაგეს იშვიათი სილამაზის ილეთით სძლია.

ამ გამარჯვების შემდეგ გორგაძეს 2 მოგების წილ, 3 მარცხი გააჩნია. მას კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად, ბაშოზე დარჩენილი 10 ბრძოლიდან, 6 დაპირისპირების მოგება ესაჭიროება.

ხვალ, ტოჩინოშინი დოჰიოზე სეკივაკე შოდაის წინაშე წარსდგება.

შოდაის 4 დღის შემდეგ ბალანსი 3:1 აქვს.

ესეც ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვების ვიდეო: https://adjarasport.co

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი