მთავარი მთავარი ოძეკების წარმატებული დღე აკი ბაშოზე

ოძეკების წარმატებული დღე აკი ბაშოზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ აკი ბაშოზე მე-5 დღის ორთაბრძოლები შედგა.

ოძეკებმა ასანოიამამ და ტაკაკეიშომ გამარჯვება იზეიმეს.

ასანოიამამ მე-2 მაეგაშირა მონღოლი რიკიში ტამავაში ოშიდაშით დაამარცხა და სექტემბრის ბაშოზევ 2 მოგება და 3 მარცხი გააჩნია.

ტაკაკეიშომ მე-3 მაეგაშირა მიოგირიუს ასევე ოშიდაშით სძლია და 4 მოგებითა და 1 მარცხით ტურნირის ერთ-ერთი ლიდერია.

დღეს, იყოჩაღა სეკივაკე მიტაკეუმიმაც. მან მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოშის ჰიკაკეს ილეთით სძლია.

ტოჩინოშინის ხვალინდელმა მოწინააღმდეგემ სეკივაკე შოდაიმ მე-4 გამარჯვება იზეიმა.
შოდაიმ მე-2 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის ოშიდაშით მოუგო.

წინა ბაშოს იუშოს მფლობელმა პირველმა მაეგაშირა ტერუნოფუჯიმ სეკივაკე დაიეიშო დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა და მოგებები გაასამა.

ხვალ, ოძეკი ტაკაკეიშო მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოშის შეხვდება.
ოძეკი ასანოიამა მე-3 გამარჯვების მოპოვებას მე-3 მაეგაშირა მიოგირიუსთან შეეცდება.

მიმდინარე ბაშოზე ერთადერთი წაუგებელი რიკიში მე-9 მაეგაშირა ონოშო შემორჩა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი