მთავარი მსოფლიოინგლისი ,,არსენალის” მეკარე კარიერას ,,ასტონ ვილაში” გააგრძელებს

,,არსენალის” მეკარე კარიერას ,,ასტონ ვილაში” გააგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი კარიერას ,,ასტონ ვილაში,” გააგრძელებს.

,,არსენალის” ყოფილმა გოლკიპერმა ბირმინგემულ კლუბთან ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება.

,,ასტონ ვილამ” ემილიანო მარტინესის სანაცვლოდ, ,,არსენალს” 17.4 მილიონი ევრო გადაუხადა.

,,არსენალმა” მარტინესი არგენტინული კლუბ ,,ინდეპენდიენტესგან” 2010 წელს შეიძინა.

სამხრეთ ამერიკელი მეკარე სხვადასხვა დროს ,,ოქსფორდში”, ,,შეფილდ უინსდეიში”, ,,როტერჰემში”, ,,ვულვერჰემპტონში”, ,,ხეტაფეში” და ,,რედინგში” იყო განათხოვრებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი