მთავარი მთავარი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში თბილისის ,,დინამომ” ბრიტანეთში გაიმარჯვა

მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში თბილისის ,,დინამომ” ბრიტანეთში გაიმარჯვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
89 ნახვა

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ჩასატარებლად თბილისის ,,დინამო” უელსს ეწვია და ქალაქ რექსჰემში ქვეყნის ჩემპიონ ,,ქონაჰ კომადსის” დაუპირისპირდა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა შეხვედრისთვის მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მოიგო.

ორთაბრძოლისთვის დამატებულ დროის მე-7 წუთზე ,,დინამოს” სასარგებლოდ პანალტი დაინიშნა.
11-მეტრიანი ზუსტად გიორგი გაბედავამ შეასრულა და თბილისური კლუბი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

,,დინამოს” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე მატჩის გამართვა ისევ სტუმრად, მოუწევს.
ჩვენი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ფარერის კუნძულების გუნდ ,,კლაკსვიკს” დაუპირისპირდება.

შეხვედრა 24 სექტემბერს, შედგება.
მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ევროპა ლიგა
რექსჰემი, ,,რეისქურს გრაუნდზე”

,,ქონაჰ კომადსი” (უელსი) 0:1,,დინამო” (თბილისი)
90+7′ გაბედავა პენ. (0-1)

,,ქონაჰ კომადსი”: ბრასი, დევისი, დისნეი, ფარგუჰანსონი, რობერტსი, ედუარდსი, ოუენი, დოოლი, პოოლი, ოუენსი, ინსალი (88′ ა. უილიამსი)
მთავარი მწვრთნელი: მორისონი

,,დინამო”: კვასხვაძე, იაშვილი, გბენონი, კობოური, ქიმაძე, პაპავა, ქარდავა, ორშულა (58′ პერნამბუკო) ქავთარაძე (90+4′ კროსტერი), ძარია (80′ კაპანაძე), გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი