მთავარი მსოფლიოNBA ,,მაიამი ჰიტი” წინ ორი მოგებით გაიჭრა

,,მაიამი ჰიტი” წინ ორი მოგებით გაიჭრა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-2 შეხვედრაში ,,მაიამი ჰიტმა” ,,ბოსტონ სელტიკს” მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

დაძაბულ ბრძოლაში ,,მაიამიმ” მეტოქეს 5-ქულიანი სხვაობით 106-101 სძლია.

მატჩში ,,მაიამის” სერბი ლოდერი გორან დრაგიჩი გამოირჩა. ბალკანელმა კალათბურთელმა პარკეტზე 34:15 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 25 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
ბამ ადებაიომ ორმაგი დუბლი გაიფორმა. მან 21 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
18 ქულას თავი დანკან რობინსონმა მოუყარა.

,,ბოსტონიდან” ყველაზე მეტი 23 ქულა კემბა უოლკერმა მოაგროვა.
21-21 ქულა გუნდს ჯეისონ ტატუმმა და ჯეილენ ბრაუნმა შესძინეს.

,,მაიამი ჰიტისა” და ,,ბოსტონ სელტიკსის” მე-3 პაექრობა 20 სექტემბერს, გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი