მთავარი მთავარი 18 წლის ლორენცო მუსეტი რომის მასტერსზე სენსაციებს აგრძელებს

18 წლის ლორენცო მუსეტი რომის მასტერსზე სენსაციებს აგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე
18 წლის ლორენცო მუსეტი ნამდვილ აღმოჩენად იქცა.

მშობლიურ კორტებზე მოთამაშე თინეიჯერმა სტან ვავრინკასთან გამარჯვების შემდეგ იაპონელი კეი ნიშიკორიც დაამარცხა.

მუსეტიმ ამომავალი მზის ქვეყნის შვილის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და გამოცდილი სპორტსმენი ხახამშრალი დატოვა.

ლორენცო მუსეტიმ აზიელ მოწინააღმდეგეს 2-სეტში 6-3, 6-4 სძლია.

მუსეტი რომის მასტერსის 1/8 ფინალში გავიდა. იქ კი მისი მოწინააღმდეგე გერმანელი დომინიკ კოეპფერი იქნება.

მუსეტი-კოეპფერის ორთაბრძოლა 18 სექტემბერს, გაიმართება.

რომის მასტერსის 1/8 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) : ფილიპ კრაინოვიჩი (სერბეთი) /
დომინიკ კოეპფერი (გერმანია) : ლორენცო მუსეტი (იტალია)

მატეო ბერეტინი (იტალია) : სტეფანო ტრავალია (იტალია) / კასპერ რუდი (ნორვეგია) : მარინ ჩილიჩი (ხორვატია) 

უგო უმბერტი (საფრანგეთი) : დენის შაპოვალოვი (კანადა) / გრიგორი დიმიტროვი (ბულგარეთი) : იანიკ სინერი (იტალია)

დიეგო შვარცმენი (არგენტინა) : ჰუბერტ ჰერკაჩი (პოლონეთი) / დუშან ლაიოვიჩი (სერბეთი) : რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი