მთავარი მთავარი ,,კიდევ ერთი დიდი გამარჯვება და ქართული ფეხბურთის მორიგი წარმატება” – კახა კალაძემ ქართულ გუნდებს ევროპა ლიგაზე გამარჯვება მიულოცა

,,კიდევ ერთი დიდი გამარჯვება და ქართული ფეხბურთის მორიგი წარმატება” – კახა კალაძემ ქართულ გუნდებს ევროპა ლიგაზე გამარჯვება მიულოცა

ავტორი კახა მიხანაშვილი
31 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური ,,მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისურ გუნდებს ,,ლოკომოტივს” და ,,დინამოს” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გადალახვა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე მიულოცა.

კალაძის აზრით ,,ლოკომოტოვის” მიერ მოსკოვის ,,დინამოს” დამარცხება ქართული ფეხბურთის
კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა.

კახა კალაძე:
⚽️ ,,კიდევ ერთი დიდი გამარჯვება და ქართული ფეხბურთის მორიგი წარმატება – თბილისის „ლოკომოტივმა” მოსკოვის „დინამო” 2:1 დაამარცხა და ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ასევე, გამარჯვებით დასრულდა თბილისის ,,.დინამოს” შეხვედრა უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსთან“ და „დინამო“ ევროპა ლიგაზე განაგრძობს ასპარეზობას. გილოცავთ!” – წერს თბილისის მერი.

ქართულ გუნდებს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მატჩების გამართვა სტუმრად უწევთ.

,,ლოკომოტივი” ესპანურ ,,გრანადას”, ხოლო ,,დინამო” ფარერის კუნძულების ჩემპიონ გუნდ ,,კლაკსვიკს” დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი