მთავარი მთავარი ტოჩინოშინი სეკივაკე შოდაისთან დამარცხდა

ტოჩინოშინი სეკივაკე შოდაისთან დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ აკი ბაშოზე მე-6 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

ქართველი რიკიში ტოჩინოშინი იუშოსთვის მებრძოლ სეკივაკე შოდაის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხდა.

შოდაიმ ლევან გორგაძე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა და სექტემბრის ბაშოზე მე-5 გამარჯვება იზეიმა.

სუპერტურნირზე 5-1 ბალანსი გააჩნია ოძეკი ტაკაკეიშოსაც. მან დღის დასკვნით ორთაბრძოლაში მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოშის ცუკიდაშით სძლია.

ოძეკი ასანოიამამ მე-3 გამარჯვება მოიპოვა და თანაბარი ბალანსი 3-3 გაუხდა.
ასანოიამამ დოჰიოდან იორიკირით მე-3 მაეგაშირა მიოგირიუ გააძევა.

სეკივაკე მიტაკეუმიმ იოლად ჰატაკიკომით კომუსუბი ენდო დაამარცხა.

სეკივაკე დაიეიშომ მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამასთან წარმატებას იშიდაშით მიაღწია.

ამ დროისთვის ბაშოზე
5:1 ბალანსით ოძეკი ტაკაკეიშო, სეკივაკე შოდაი, მე-11 მაეგაშირა, მე-12 მაეგაშირა კოტოშოჰო და ჩიოტაირიუ და მე-14 მაეგაშირა ტობიძარიუ ლიდერობენ.

ხვალ, ტოჩინოშინი სეკივაკე დაიეიშოს შეხვდება.
ოძეკი ასანოიამა მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოშის შეერკინება.
ოძეკი ტაკაკეიშოს წინაშე დოჰიოზე
მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამა დადგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი