მთავარი მთავარი ევროპა ლიგაზე წილი იყარა – თბილისის ,,დინამოს” ისევ გაუმართლა

ევროპა ლიგაზე წილი იყარა – თბილისის ,,დინამოს” ისევ გაუმართლა

ავტორი კახა მიხანაშვილი
286 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ევროპა ლიგაზე ფლეი-ოფის წილისყრა შედგა.

კენჭისყრაში ევროტურნირებს შემორჩენილ ქართული გუნდებიც მონაწილეობდნენ.

საქართველოს ჩემპიონ თბილისის ,,დინამოს” წინა ეტაპების მსგავსად, ამჯერადაც გაუმართლა.

ფარერის კუნძულების ჩემპიონ ,,კლაკსვიკსთან”
გამარჯვების შემთხვევაში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ირლანდიულ ,,დანდალკსა” და მოლდოვურ ტირასპოლის ,,შერიფს” შორის საუკეთესოსთან მოუწევს.

თბილისის ,,ლოკომოტივი” – ,,გრანადას” წყვილში გამარჯვევული გუნდი ძალებს ხორვატულ ზაგრების ,,ლოკომოტივისა” და შვედურ ,,მალმიოს” ბრძოლაში წარმატებულთან მოსინჯავს.

ორივე ქართული გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში ერთ შეხვედრას სტუმრად, ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი