მთავარი მსოფლიოგერმანია 8 გოლი – ბუნდესლიგა ,,ბაიერნის” ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო

8 გოლი – ბუნდესლიგა ,,ბაიერნის” ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის გახსნის მატჩში მიუნხენის ,,ალიანს არენაზე” ,,ბაიერნმა” ,,შალკეს” უმასპინძლა და გერზენკინხენური კლუბი 8-0 გაანადგურა.

მატჩის გმირი სერჟ გნაბრი გახდა. მან შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა.
,,შალკეს” თითო გოლი ლეონ გორეცკამ, რობერტ ლევანდოვსკიმ, თომას მიულერმა, ლეროი სანემ და 17 წლის ჯამალ მუსიალამ გაუტანეს.

,,ბაიერნმა” მიჯრით 22-ე შეხვედრა მოიგო.
,,რეკორდმაისტერს” 27 მატჩია არ წაუგია.
ბოლოს ბავარიელებმა ქულები 2020 წლის 9 თებერვალს დაკარგეს.

2020 წელში მიუნხენელები ოფიციალურ დაპირისპირებში არ დამარცხებულან.

ბოლო წლების უცვლელმა ჩემპიონმა ,,ბაიერნმა” ახალ სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა.

,,ბაიერნი” 8:0 ,,შალკე”
4′ გორეცკა (1-0), 19′ გორეცკა (2-0), 34′ ლევანდოვსკი პენ. (3-0), 49′ 59′ გნაბრი (4-0, 5-0), 70′ მიულერი (6-0), 71′ სანე (7-0), 81′ მუსიალა (8-0)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი