მთავარი მთავარი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი რომის მასტერსის 1/4 ფინალში გავიდნენ

ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი რომის მასტერსის 1/4 ფინალში გავიდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

იტალიის დედაქალაქ რომის საჩოგბურთო ტურნირის 1/4 ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ კოკოვიჩი და რომის მასტერსის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი ესპანელი რაფაელ ნადალი გავიდნენ.

ჯოკოვიჩმა 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში თანამემამულე ფილიპ კრაინოვიჩი დაამარცხა.

კრაინოვიჩმა მრისხანე მოწინააღმდეგეს წინაღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია.

საბოლოოდ, ჯოკოვიჩმა 2-სეტში 7-6,
6-3 გაიმარჯვა.

სერბი ჩოგბურთელის მომდევნო მოწინააღმდეგე გერმანელი დომინიკ კოპფერი იქნება.

რომის მასტერსის 9-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა მე-10 საჩემპიონო გზაზე სერბ დუშან ლაიოვიჩს ძალიან მარტივად მოუგო.

ნადალმა ბალკანელ მეტოქეს ორ სეტში 6-1, 6-3 სძლია.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგნურთელი რომის კორტებზე მომდევნო შეხვედრას არგენტინელ დიეგო შმარცმენთან ჩაატარებს.

ესეც 1/4 ფინალური წყვილები:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) : დომინიკ კოპფერი (გერმანია) / მარეო ბერეტინი (იტალია) : კასპერ რუდი (ნორვეგია)

დენის შაპოვალოვი (კანადა) : გრიგორი დიმიტროვი (ბულგარეთი) / რაფაელ ნადალი (ესპანეთი) : დიეგო შმარცმენი (არგენტინა)

1/4 ფინალური შეხვედრები 19 სექტემბერს, გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი