მთავარი მსოფლიოიტალია სიმონა ჰალეპი და კაროლინ პლიშკოვა წინ მიიწევენ – რომის მასტერსზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ

სიმონა ჰალეპი და კაროლინ პლიშკოვა წინ მიიწევენ – რომის მასტერსზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

რომის მასტერსზე ყველა 1/4 ფინალისტი გაირკვა.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა რუმინელმა სიმონა ჰალეპმა 1/8 ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელ დაიანა იასტრემსკას სძლია.

საათნახევრიან დაპირისპირებაში ჰალეპმა სლავი მეტოქე 2-სეტში 7-5, 6-4 დაამარცხა.

ჰალეპი 1/2 ფინალში გასასვლელად ყაზახეთის წარმომადგენელ იულია პუტინცევას შეხვდება.

1/4 ფინალში ერთმანეთს ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა WTA-ს რეიტინგის მე-20 ჩოგანი ბელგიელი ელის მერტენსი დაუპირისპირდებიან.

პლიშკოვამ რუს ანა ბლიშკოვას 2-სეტში 6-4, 6-3 სძლია.
მერტენსმა კი 1/8 ბარიერი მონტენეგროელ დანკა კოვინიჩთან გამარჯვების შემდეგ გადალახა.

ბენელუქსელმა ჩოგბურთელმა ბალკანელ მეტოქეს 2-სეტში 6-4, 6-4 მოუგო.

1/4 ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) : იულია პუტინცევა (ყაზახეთი) / ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი) : გარბინ მუგურუსა (ესპანეთი)

მარკეტა ვონდროუშოვა (ჩეხეთი) : ელინა სვიტოლინა (ჩეხეთი) / ელის მერტენსი (ბელგია) : კაროლინ პლიშკოვა (ჩეხეთი)

რომის მასტერსის 1/4 ფინალური შეხვდრები 19 სექტემბერს, გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი