მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა სეკივაკე დაიეშოს სძლია – აკი ბაშოს ნაკაბის წინ 3 ლიდერი ჰყავს

ტოჩინოშინმა სეკივაკე დაიეშოს სძლია – აკი ბაშოს ნაკაბის წინ 3 ლიდერი ჰყავს

ავტორი კახა მიხანაშვილი
91 ნახვა

სუმოს სამშობლოს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირ აკი ბაშოზე მე-7 დღის შეხვედრები შედგა.

ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა ბრწყინვალე ორთაბრძოლა ჩაატარა და სეკივაკე დაიეიშო დაამარცხა.
გორგაძემ ამომავალი მზის ქვეყნის შვილს იორიკირით სძლია.

ლევან გორგაძეს მიმდინარე ბაშოზე 3 მოგება და 4 მარცხი გააჩნია. კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად, კიდევ 5 გამარჯვებაა საჭირო.

ხვალ, ტოჩინოშინი აკი ბაშოს ნაკაბიზე ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს და ფავორიტ ოძეკი ტაკაკეიშოს დაუპირისპირდება

ტაკაკეიშომ დღევანდელ ბრძოლაში ოშიდაშით მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამასთან გაიმარჯვა და ბაშოზე 6 მოგების წილ, 1 მარცხით, მე-12 მაეგაშირა კოტოშოჰოსა და მე-14 მაეგაშირა ტობიძარუსთან ერთად მიმდინარე ბაშოს ლიდერია.
სწორედ, ეს სამი რიკიში ხვდება ხვალინდელ ნაკაბის ლიდერის რანგში.

გამარჯვება იზეიმა ოძეკი ასანოიამამ. მან მე-3 მაეგაშორა ტერუცუიოში ოშიდაშით დაამარცხა და ბალანსი 3:4 გაუხდა.

სეკივაკე მიტაკეუმიმ მონღოლ რიკიში მე-2 მაეგაშირა ტამავაშის ოშიდაშით სძლია.

ხვალ, დიჰიოზე ოძეკი ასანოიამას მოწინააღმდეგე მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება.

ესეც ტოჩინოშინის გამარჯვების ვიდეო: https://adjarasport.com

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი