მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ცვლილება ,,საბურთალოს” სამწვრთნელო შტაბში – თემურ შალამბერიძეს ლევან კორღალიძე ჩაანაცვლებს

ცვლილება ,,საბურთალოს” სამწვრთნელო შტაბში – თემურ შალამბერიძეს ლევან კორღალიძე ჩაანაცვლებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

თბილისის ,,საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თემურ შალამბერიძემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

შალამბერიძე დედაქალაქური გუნდის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე სეზონის დასაწყისში დაინიშნა. მან ,,საბურთალოს” საქართველოს სუპერთასი მოაპოვებინა.

,,საბურთალოს” მწვრთნელად ლევან კორღალიძე დაინიშნა.

კორღალიძემ სამწვრთნელო საქმიანობა ,,საბურთალოს” ასაკობრივ გუნდში დაიწყო შემდეგ კი ,,ლოკომოტივს” წვრთნიდა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი