მთავარი მთავარი სენსაცია საქართველოს თასზე – ,,გაგრამ” ბათუმის ,,დინამო” დაამარცხა

სენსაცია საქართველოს თასზე – ,,გაგრამ” ბათუმის ,,დინამო” დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალში სენსაცია დაფიქსირდა.

თბილისის ტექნიკურ ცენტრ ,,ბასას” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ,,გაგრამ” ბათუმის ,,დინამოს” მინიმალური სხვაობით 1:0 სძლია.

შეხვედრის ერთადერთი გოლი საკუთარ კარში ნიგერიელმა გოდფრეი ობოაბონამ 38-ე წუთზე გაიტანა.

აჭარლები საქართველოს თასის გათამაშებას დაემშვიდობნენ.
,,გაგრა” კი 1/4 ფინალში გავიდა.
მათი მეტოქე ცნობილი წილისყრის შედეგად გახდება.

1/4 ფინალში გავიდა წყალტუბოს ,,სამგურალიც”. იმერლებმა საგარეჯოს ,,გარეჯს” 2:0 მოუგეს.

,,გარეჯი” (საგარეჯო) 0:2 ,,სამგურალი” (წყალტუბო)
13′ 42′ კუხიანიძე (0-1, 0-2)

,,გაგრა” 1:0 ,,დინამო” (ბათუმი)
39′ ობოაბონა ა.გ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი