მთავარი მთავარი კიდევ ერთი დიდი გამარჯვება – ტოჩინოშინმა ოძეკი ტაკაკეიშო დაამარცხა

კიდევ ერთი დიდი გამარჯვება – ტოჩინოშინმა ოძეკი ტაკაკეიშო დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე აკი ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა ოძეკი ტაკაკეიშო დაამარცხა.

აკი ბაშოს ნაკაბიზე ლევან გორგაძემ იუშოსთვის მებრძოლ მრისხანე მეტოქეს ჰატაკიკომით მოუგო. ქართველმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილი დოჰიოზე წამებში გააგორა.

ტოჩინოშინს ამ გამარჯვების შემდეგ 4-4 ბალანსი გააჩნია და კაჩი-კოჩის მოსაპოვებლად ბრძოლაში, დარჩენილ 7 შეხვედრაში 4 მოგება სჭირდება.

ხვალ, ტოჩინოშინი მეორე ოძეკი ასანოიამას დაუპირისპირდება.

დღეს, ასანოიამამ უბრძოლცელად მოიგო. მისმა მოწიბააღმდეგე იუტაკაიამამ კიუჯო გამოაცხადა და ტურნირს ნაადრევად, გამოეთიშა.

ბაშოზე ნაკაბის შემდეგ 6 მოგების წილ, 2 მარცხით ოძეკი ტაკაკეიშო, ექს ოძეკი ტაკაიასუ, სეკივაკე შოდაი, პირველი მარგაშირა ტერუნოფუჯი, მე-12 მაეგაშირა კოტოშოგო, მე-6 მაწგაშირა ვაკატაკაკაგე, მე-9 მაეგაშირა ონოშო ლიდერობენ.

ესეც ტოჩინოშინის გამარჯვების ვიდეო:adjarasport.com

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი